კათარზისში

გასულ კვირას მე და ჩემი მეგობრები, ჩვენი სამოქალაქო კლუბ “civic”-ის ინიციატივით ვიმყოფებოდით კათარზისში. მისვლის თნავე მოვირგეთ უნიფორმები და საქმეს შევუდეგით 🙂

სიმართლე გითხრათ პირადად მე სულ სხვა სიტუაციას ველოდი. მეგონა რომ იქნებოდა უბრალოდ შეღებილი კედლები და სიცივე, მაგარმ შევცდი.იქ მოხუცებს იდეალური პირობები აქვთ შექმნილი.კედლები ლამაზად არის შეღებილი და ზედ ლამაზი სურათები არის დაკიდებული. შემოსასვლელში არის დიდი ბუხარი რომელიც სულ გიზგიზებს,ბუხართან კი რბილი სავარძლები .მანამ სანამ სასადილოდ შემოვლენ ხოლმე მუსიკები აქვთ ჩართული(საკმაოდ თნამედროვე და ენერგიული :))ერთმანეთს ელაპარაკებიან ,განიხილავენ სხადასხვა თემებს,ელოდებიან მეგობრებს და ერთად  სადოლობენ.ეს არ იყო მხოლოდ უფასო სასადილო.ეს არის ორგანიზაცია რომლის თითოეულ წევრს რაღაც დანიშნულება აქვს.იქ არის თეატრი რომლის მსახიობებიც თვითონ მოხუცები არიან.მაგალითად ეხლა დადგმული ჰქონდათ სპექტკლი ”სამანიშვილის დედინაცვალი”.გარდა თეატრისა ისინი სხვა საქმითაც არიან დაკავებულები.

კათარზისში სულ 336 მოხუცი არის დარეგისტრირებული,ამიტომ სადილი სამ ცვლად იშლება.ჩვენ გვევალებოდა მაგიდების გაშლა, ალაგება და სასადილო დარბაზის დასუფთავება ,მაგარამ ჩვენ იქ მხოლოდ იმისთვის არ მივსულვართ რომ უბრალოდ ”მაგიდები გაგვეშალა”. გვინდოდა იქ მყოფი მოხუცებისათვის ჩვენი სითბო და სიყვარული გვეჩუქა:)ისინი პატარა ბავშვებივით შემოგყურებენ თვალებში და შენგან სითბოს ელიან.იყო შემთხვევა რომ ვიღაც არ მოვიდა მე კიდევ ავდექი და მისი ულუფა უკან სამზარეულოში არ დავაბრუნე და სხვებს გავუნაწილე.როდესაც ერთ ბებოს ორი კვერცხი ვაჩუქე ჩემი ხელი დაიჭირა.მეხუტებოდა და მკოცნიდა,მაშინ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი მსოფლიოში,.:)

 ჩვენ მათ ვეხუტებოდით და ისინიც გვეხუტებოდნენ, ვუცინოდით და ისინიც გვიცინოდნენ 🙂 ისე გვექცეოდნენ როგორც საკუთარ შვილიშვილებს.გველაპარაკებოდნენ სხვადასხვა თემებზე.ჩვენ მათ ჩევნი სიყვარული ვაჩუქეთ და დამიჯერეთ ეს ყველაზე დიდი საჩუქარია მათთვის.მათ უხაროდათ რომ სადილი ახალგაზრდა ,შვივლიშვილის ხელა ბავშვებს მიქონდათ.მადლობას გვიხდიდნენ და მადლიერების გრძნობას სხადასხვანაირად გამოხატავდნენ.ერთმა ბებომ ფორთოხალი დაჭრა და ყველას გაგვინაწილა:)

იქედან ემოციებით დატვირთული წამოვედით. ბედნიერი ვიყავი,რომ  მათ ერთი დღე გავულამაზეთ და გავუმხიარულეთ.

შევეცადე  ყველაფერი მეთქვა რისი თქმაც მინდოდა,ვიმედოვნებ,რომ ჩემი სიტყვები თქვენს გულებშიც შემოაღწევს და თქვენც გაგიჩნდებათ სურვილი იმისა,რომ გამოიჩინოთ დიდსულოვნება და მიაკითხოთ სათნო და საყვარელ მოხუცებს.

Leave a comment