სოციალური მედიის ტრენინგი 51-ე საჯარო სკოლაში

This slideshow requires JavaScript.

2012 წლის 11 თებერვალს 51-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა სოციალური მედიის ტრენინგი,რომლის ფარგლებშიც ოცი ბავშვი დატრენინგდა და მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი .

ტრენინგმა საკმაოდ საინტერესოდ ჩაირა.თავიდან განვიხილეთ ზოგადად სოციალური მედია,შემდეგ კი უშუალოდ პრაქტიკულ ნაწილზე გადავედით.

ტრენინგი 6 საათს გაგრძლდა ამიტომ ცოტა დავიღალეთ..თუმცა შიგადაშიგ ”ენერჯაიზერებით”ვფხიზლდებოდით 🙂 (ტრენინგის ეს ნაწილი ყველაზე მეტად მომეწონა :))(თუმცა ბოლოს ისე ავხმაურდიტ რომ დაცვაც ამოგვივარდა :)))

ტრენინგის ბოლოს ყველას გადაეცა სერთიფიკატები:)  გარდა იმისა ,რომ მივიღე ინფორმაცია სოც.მედიის შესახებ და ასევე თუ როგორ უნდა შევქმნა ბლოგი ასევე გავიცანი და დავუახლოვდი ბავშვებს სხვადასხვა სკოლებიდან,რაც ერთ-ერთი ძალიან კრგი თვისებაა მსგავსი შეხვედრებისა.ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მოზარდთა სახლს იმისათვის რომ ხშირდა გვაქვს მსგავსი შეხვედრების ბედნიერება,ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექციას რათა  გამოგვიყეს ფართი და ამით ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს და რა თქმა უნდა ჩვენს ტრენერს ბაჩო ბორაშვილს,რომლის გარეშეც ეს ყველაფერი არ იქნებოდა.

 

2 comments on “სოციალური მედიის ტრენინგი 51-ე საჯარო სკოლაში

  1. სალო, წარმატებებს გისურვებ!!! მიხარია შენთან ურთიერთობის საშუალება რომ მქონდა 🙂 დარწმუნებული ვარ, შენი ბლოგი წარმატებებს მიაღწევს, რაშიც აუცილებლად დაგეხმარები 🙂 მიხარია,რომ შედეგს უკვე ვხედავ და გამოდის,რომ ტყუილად არ მილაპარაკია 🙂 მომავალშიც გვექნება მსგავსი ტრენინგები იმედია 🙂 მადლობა ჩემი მოხსენიებისთვის… საუკეთესო სურვილებით- ბაჩო

  2. ძალიან დიდი მადლობა ბაჩო:)მეც ძალიან მიხარია რომ გაგიცანი და მაქვს შენთან ურთიერთობის ბედნიერება:)იმედი მაქვს არ გავუცრუებ ჩემს ტრენერს იმედებს 🙂

Leave a comment